ბლოგის სერიები: სამართლიანობის დაყენება კლიმატის ქმედების ცენტრში


როდესაც კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფები, როგორიცაა ქარიშხალი, წყალდიდობა ან გვალვა ხდება, ხშირად ყველაზე მეტად ზარალდებიან, ის თემები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან პასუხისმგებელი კლიმატის ცვლილებაზე. კლიმატის საგანგებო მდგომარეობა არის სოციალური, გენდერული და რასობრივი უთანასწორობის ბევრად უფრო დიდი და ხანგრძლივი კრიზისის სიმპტომი, რომელიც სათავეს კოლონიალიზმიდან იღებს.  სწორედ ამ დროს დაიწყეს ინდუსტრიულმა ქვეყნებმა და კორპორაციებმა სიმდიდრის დაგროვება ბუნებრივი რესურსების მოპოვებითა და წიაღისეული საწვავის გამოყენებით, გლობალური სამხრეთის მოსახლეობის ექსპლუატაციის, საკუთრების ჩამორთმევისა და ძალადობის ხარჯზე.

კლიმატის კრიზისის ეფექტური მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ვისაუბრებთ ამ ძირეულ პრობლემებზე  და შევცვლით სტრუქტურებს, რომელმაც დღევანდელ რეალობამდე მიგვიყვანა. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის დომინანტურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია უსაზღვრო ექსტრაქციასა და ჭარბ მოხმარებაზე. სწორედ ამას ვგულისხმობთ როდესაც ვსაუბრობთ “კლიმატის სამართლიანობაზე.” კლიმატის კრიზისი ადასტურებს, რომ COVID-19 პანდემიის მსგავსად, გლობალური საგანგებო მდგომარეობა არა მხოლოდ ამყარებს უკვე არსებულ უთანასწორობას, არამედ კიდევ უფრო ამძაფრებს მას.

კლიმატის კრიზისი უფრო მეტ გავლენას ახდენს ქალებსა და გოგოებზე, ვიდრე კაცებზე. სხვა ფაქტორებთან ერთად, შემზღუდველი კულტურული ნორმები და გენდერული როლები, რაც უკავშირდება ქალის როლს როგორც ძირითადი მზრუნველი და საკვების, წყლისა და საწვავის მიმწოდებელი, განაპირობებს იმას, რომ ქალები, როგორც წესი, პირველები განიცდიან კლიმატის ცვლილების გავლენას.  ქალები და მათ გარშემო მყოფი საზოგადოება დიდი ხანია გვთავაზობენ და წარმართავენ სამართლიან კლიმატის ქმედებებს, რაც მოიცავს წინაპრების ცოდნის გამოყენებას, საკვების სუვერენობის მიღწევას, წიაღისეული საწვავის მოპოვებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ადგილობრივ თუ ეროვნულ გარემოსდაცვით პოლიტიკაში წვლილის შეტანას.

მიუხედავად ამისა, მათი საჭიროებები, მოთხოვნები და შემოთავაზებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. მიმდინარე კვირაში, პარიზის შეთანხმების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებისას, ქალთა საშუალო წარმომადგენლობა ეროვნულ და გლობალურ კლიმატის მოლაპარაკებების ორგანოებში 30%-ზე დაბალია. გაეროს COP (მხარეთა კონფერენციის) კლიმატის სამიტზე მთავრობებმა მიიღეს გენდერული სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს „ქალთა თანაბარ და მნიშვნელოვან მონაწილეობას“ კლიმატის მოლაპარაკებებში, განსაკუთრებით ქალების ძირითადი ორგანიზაციებიდან, ასევე ადგილობრივი და მკვიდრი ხალხებიდან. რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ უთანასწორობა COP-ში კვლავ სახეზეა. უთანასწორობა გამოიხატება გლობალური სამხრეთიდან ქალების, გოგოებისა და თემების არასაკმარისი რეპრეზენტაციით, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია COVID-19-ს გამო დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვებით.

COP26-ზე მიღებული გადაწყვეტილებები და შემდგომი კლიმატის მოლაპარაკებები განსაზღვრავს, თუ როგორ რეაგირებენ მთავრობები კლიმატის საგანგებო სიტუაციებზე; კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების გარიყვა მიგვიყვანს ისეთ გადაწყვეტილებებამდე, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს უთანასწორობას. ყველა ხმა, განსაკუთრებით ქალებისა და გოგოების ხმა აფრიკიდან, აზიიდან, წყნარი ოკეანისა და ლათინური ამერიკიდან, უნდა გაჟღერდეს, რათა მათ კუთვნილი როლი შეასრულონ ჩვენი კოლექტიური მომავლის მშენებლობაში.

ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება გლობალური ტემპერატურის 1.5C-მდე აწევის შესაზღუდად და ამისთვის საჭირო ტექნოლოგია კრიტიკულია, მაგრამ კლიმატის კრიზისისადმი ჩვენი მიდგომის გასაუმჯობესებლად ასევე პრიორიტეტად უნდა იქცეს ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ სამართლიანობაზე, ადამიანის უფლებებსა და ზრუნვაზე როგორც ადამიანებზე, ისე პლანეტაზე.

მომდევნო კვირებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ბლოგ პოსტების სერიას ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან, რომლებიც მუშაობენ ასეთი საზოგადოების შექმნისთვის და რომლებიც წარმოადგენენ ხმების მრავალფეროვნებას მთელი მსოფლიოდან: სოფლად მცხოვრები ქალები, კლიმატის ახალგაზრდა აქტივისტები, მკვიდრი მოსახლეობები, შავკანიანი და მიგრანტი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფები, ლგბტქი+ საზოგადოების წევრები და ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ კლიმატსა და გენდერულ სამართლიანობაზე. ისინი გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რატომ გულისხმობს კლიმატის სამართლიანობა გენდერულ და სოციალურ სამართლიანობას. ასევე ხაზს გაუსვამენ მათ მოთხოვნებსა და წინადადებებს, რაც ეხება გენდერულად სამართლიან მიდგომას კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ისტორიები აჩვენებს, რომ ჩვენი თანამშრომლობით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ტრანსფორმაციულ ცვლილებას, რომელიც საჭიროა უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გენდერულად სამართლიანი მომავლისთვის.


Related Post

Anamika Dutt's picture with the text, "welcoming Anamika Dutt, GAGGA's PMEL Officer"

Welcoming Anamika Dutt As GAGGA’s Planning, Monitoring, Evaluation & Learning (PMEL) Officer!

Anamika Dutt is a feminist MEL practitioner from India. Anamika believes that stories of change and impact are best heard…

See more

Bringing Local Realities to Board Level: GAGGA and Both ENDS Partners at the GCF B38 in Rwanda

Last week Both ENDS participated in the 38th Board Meeting of the Green Climate Fund in Kigali, Rwanda, together with…

See more

We Women Are Water – Call To Action To Support And Finance Gender Just Climate Action

Gender just climate action and solutions are in urgent need of your support Women, girls, trans, intersex, and non-binary people…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.