ფემინისტური კლიმატის მოქმედების დაფინანსება ფიჯიში


მიუხედავად წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნების უმნიშვნელო წვლილისა სათბურის გაზების ემისიაში, ისინი ჩვენი თაობის უდიდეს კრიზისთან – გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში წინა ხაზზე არიან.

კლიმატის ცვლილების ზემოქმედება არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ან პოლიტიკური, არამედ კომპლექსური სოციალური საკითხიცაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ქალების, გოგოებისა და მარგინალიზებული ჯგუფების კეთილდღეობაზე. ეს ჯგუფები უკვე განიცდიან უსამართლობას გენდერული ძალაუფლების დინამიკის და რესურსების გამოყენებაზე კონტროლის ნაკლებობის გამო. კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები და გოგოები  კაცებზე 14-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან ან შავდებიან სტიქიური უბედურების გამო. ქალები და გოგოები ხშირად განიცდიან მეორად ზემოქმედებას, მაგალითად გენდერული ნიშნით ძალადობას, ეკონომიკური შესაძლებლობების დაკარგვას და სამუშაოს გაზრდილ მოცულობას.

გარდა იმისა, რომ ქალები უფრო მეტად განიცდიან კლიმატის ცვლილებას, ვიდრე კაცები,  ისინი ასევე თამაშობენ გადამწყვეტ როლს კლიმატის ცვლილების ადაპტაციასა და მიტიგაცია/შერბილებაში. ქალები ფლობენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ცვალებად გარემო პირობებთან ადაპტაციასა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებისთვის. სამწუხაროდ, მათი ცოდნა და გამოცილება დიდწილად კვლავ გამოუყენებელი რესურსია. მიწის ფლობის შეზღუდული უფლებები, ფინანსურ რესურსებზე, გადამზადებასა და ტექნოლოგიაზე თუ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე წვდომის ნაკლებობა ხშირად არ აძლევს მათ საშუალებას საკუთარი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების საპასუხო ძალის გამომუშავებაში.

სოფლად ან მოშორებით მცხოვრები თემები, მათი გეოგრაფიული იზოლაციიდან გამომდინარე, კიდევ უფრო დაუცველები და უხილავები არიან აღდგენის პროცესებში.  ფიჯის სტატისტიკის ბიუროს 2019-2020 შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების კვლევის შედეგების მიხედვით, სიღარიბე სოფლად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქში. ღარიბი მოსახლეობის 62.2% სწორედ სოფლად ცხოვრობს.

მაშინაც კი, როდესაც რესურსები საბოლოოდ მიაღწევს ამ თემებთან, ქალების, გოგოებისა და მარგინალიზებული ჯგუფების ძალისხმევა ძალიან მცირე მხარდაჭერას იღებს და მათი ხმა კვლავ გაუგონარი რჩება. ქალების შეზღუდული წარმომადგენლობა ამა თუ იმ თემის ხელმძღვანელობაში იწვევს მათი უნიკალური საჭიროებების არცოდნასა და დაუკმაყოფილებლობას.

ჩვენი, ფიჯის ქალთა ფონდის (ფონდის) მიზანია შევცვალოთ ძალაუფლების დისბალანსი, რომელიც ხელს უშლის ქალებს, გოგოებსა და მარგინალიზებულ ჯგუფებს მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ეს ცვლილება მოხდება რესურსებზე თანაბარი და მოქნილი წვდომის უზრუნველყოფით, რაც დაეხმარება ქალთა და ფემინისტურ ჯგუფებს, ქსელებსა და ორგანიზაციებს მოახდინონ უკეთესი რეაგირება და ადაპტაცია კლიმატის კრიზისზე.

ჩვენი პირველი 2022-2024 წლების სტრატეგიული გეგმის მიხედვით, კლიმატის სამართლიანობა და ჰუმანიტარული მოქმედება არის ფონდის ექვსი ფოკუსის სფეროს ნაწილი.

გასულ წელს ფიჯიმ განიცადა ორი ძლიერი ციკლონისა და გლობალური პანდემიის გავლენა. ქალებისა და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების მზარდ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, განსაკუთრებით ძალადობისა და სასურსათო დაუცველობის სფეროებში, ფონდმა გამოიმუშავა ე.წ. მდგრადობის გრანტი (Resilience Grant), რომელიც მხარს უჭერს კრიზისის მართვას ან კრიზისთან დაკავშირებულ აქტივობებს მოულოდნელად დაწყებული კრიზისების საწყის ან მათგან რეაბილიტაციის პერიოდში. ყოველწლიურად ხდება მაქსიმუმ 50,000 ფიჯის დოლარის (დაახლოებით 24,000 აშშ დოლარი) შეთავაზება ფონდის ამჟამინდელი და ყოფილი გრანტის მიმღები პარტნიორებისთვის. დაარსების დღიდან ფონდმა გასცა 12 გრანტი ფიჯის 10 ქალთა და ფემინისტურ ჯგუფსა და ორგანიზაციაზე.

ფონდმა ასევე მიიღო ტექნიკური დახმარება ავსტრალიის წყნარი ოკეანის კლიმატის პარტნიორობისგან, რათა გაეუმჯობესებინა მდგრადობის გრანტები და ხელი შეეწყო მომავალი კლიმატის შესაძლებლობებზე წვდომისთვის მისი გრანტის მიმღები პარტნიორებისთვის.კლიმატის პარტნიორობა, რომელიც დიდ ინვესტიციებს ახორციელებს წყნარი ოკეანის მდგრადობის პროგრამების მშენებლობაში, ასევე ხელს შეუწყობს კერძო სექტორის უფრო დიდ ინვესტიციებს კლიმატის გადაწყვეტილებებში.

კატასტროფისგან რეაბილიტაციის პროცესში ქალთა აგენტობის დაფინანსება Rise Beyond the Reef-ის მეშვეობით

მდგრადობის გრანტების ფარგლებში, კატასტროფის აღდგენის პროგრამაში ფონდმა მხარი დაუჭირა Rise Beyond the Reef-ს (RBTR), რომელიც მუშაობდა მკვიდრ ქალებთან და მათი სოფლის თემებთან. RBTR-მ ჩამოაყალიბა გრძელვადიანი, თვითკმარი ღირებულებისა და მიწოდების ჯაჭვის პროგრამა 350-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ქალთან და მათზე დამოკიდებულ 1500-ზე მეტ ადამიანთან ერთად. ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის მეშვეობით,  მათ შექმნეს ქალების მიერ მართული კატასტროფებზე რეაგირების ქსელი, რაც დაფუძნებულია მიწოდების ჯაჭვისთვის შექმნილ უბნისა და სოფლის კოორდინატორის სტრუქტურაზე. დღეის მდგომარეობით, პროგრამის დაწყებიდან (2015 წლიდან), სოფლად მცხოვრებ ქალთა ჯგუფებს გამომუშავებული აქვთ დაახლოებით 700,000+ ფიჯი დოლარი (336,000+ აშშ დოლარი). RBTR-ს საპასუხო-აღდგენითი ჩარჩო მხოლოდ ინკლუზიური არ არის. მას ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს ციკლონით დაზარალებული სოფლად და მოშორებით მცხოვრები მოსახლეობის ღირსების აღდგენაზე.

ერთ-ერთი მაგალითია RBTR-ის პროგრამა „თავშესაფარი ქარიშხლისგან“, რომელიც შეიქმნა 2016 წელს, მეხუთე კატეგორიის ტროპიკული ციკლონი უინსტონის გამანადგურებელი ეფექტის შემდეგ – ეს იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ოდესმე დაცემია სამხრეთ ნახევარსფეროს. დაზარალებულმა თემებმა დაკარგეს შემოსავლის თითქმის ყველა წყარო,  რადგან მოსავალი მოისპო და ნედლეული (საჭირო ქსოვის ხელობისთვის), როგორიცაა პანდანუსი (ვოივოი) და თუთის ხეები (მასი) განადგურდა.

პროგრამის საშუალებით ხელოსნებმა ისწავლეს ქარიშხლის შემდეგ ნარჩენების დამატებითი ღირებულების პროდუქტად გადაქცევა. მაგალითად, გადარჩენილი ხის ღეროები მოიხატა და გადაკეთდა სკამებად და მაგიდებად. ქალები დაყრილი ქოქოსის ნაყოფს იყენებდნენ როგორც ზეთს და ცხოველის საკვებს, ქოქოსის ნაჭუჭები კი სამკაულებად და სანთლების სადგამებად იქცა. ქალები ასევე აგროვენდნენ ქვებსა და ჭურვებს, წმენდდნენ და აპრიალებდნენ, ლამაზად ღებავდნენ, ათავსებდნენ ხელით დაბეჭდილ პატარა ჩანთაში და ყიდდნენ, როგორც სათამაშოს, რომელსაც ტიკ-ტაკ-ტო ერქვა. პროგრამამ ასევე უზრუნველყო პორტატული სახერხი საამქროები თემებისთვის, რაც დაეხმარა მათ წაქცეული ხეების  გამოყენებაში დაზიანებული სახლების აღსადგენად.

RBTR ასევე მუშაობდა თემებთან რათა შეემუშავებინა საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმები და შეექმნა შესაძლებლობები ქალებისთვის. ეს მოიცავდა ხელოსნობასა და სოფლის მეურნეობას, პროდუქტების განვითარებას და ბაზარზე წვდომის მხარდაჭერას, სათემო ბაღებისა და კვების ბანკების აღდგენას სასურსათო დაუცველობის მოსაგვარებლად. RBTR ზრუნავდა იმაზე, რომ როდესაც თემები ხელახლა დარგავდნენ ნათესებს  საარსებო წყაროსა და შემოსავლის მისაღებად, მათ გამოეყენებინათ კლიმატისადმი მდგრადი ნერგები და მცენარეები.

RBTR-მ ხელახლა განახორციელა მსგავსი პროგრამა ამ წლის დასაწყისში, იმისათვის რომ დახმარებოდა ბუას პროვინციას მეხუთე კატეგორიის ტროპიკული ციკლონი იასას შემდეგ აღდგენაში, რომელმაც ხმელეთზე 2020 წლის დეკემბერში გადმოინაცვლა. ბუა ფიჯის ჩრდილოეთ კუნძულზეა, სადაც უკვე იგრძნობოდა COVID-19-ის შედეგები. პროგრამის ფარგლებში აშენდა 12 ახალი სახლი და შეკეთდა 37 სახლი  ხე-ტყის გამოყენებით. კუბური მოცულობის მიხედვით დღემდე დამუშავებული უხეშის მერქნის სავარაუდო საცალო ღირებულება არის 300,000 ფიჯი დოლარი (145,000 აშშ დოლარი).

პროგრამის წარმატებისა და მასშტაბურობის მთავარი კომპონენტი იყო ქალების ხელმძღვანელობა და მონაწილეობა აღდგენის პროცესის ყველა ეტაპზე. RBTR უზრუნველყოფს ქალების ჩართულობას  აღმშენებლობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ საჭიროებებს პრიორიტეტულად განიხილავს. ამასთან, ქალები სწავლობენ სახერხი საამქროების ოპერირებასა დ გამოიმუშავებენ საბაზისო სადურგლო უნარებს.

ფიჯის ქალთა ფონდის მხარდაჭერა ქალთა ხელმძღვანელობით ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა RBTR, გვასწავლა, რომ საუკეთესო გამოსავალი წყნარი ოკეანის თემებისთვის კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად არის ის, რომელიც მიიღებს მთლიან სათემო მიდგომას და პრიორიტეტს ანიჭებს ქალების, გოგონების და მარგინალიზებული ჯგუფების ხმას და მონაწილეობას.

  

ავტორების შესახებ

კუინი რაბო არის განვითარების სპეციალისტი ფიჯიდან, რომელსაც აქვს სხვადასხვა თემებთან, კერძოდ ქალების ქსელებთან მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება ფიჯისა და წყნარ ოკეანეაში. ის ასევე ხელმძღვანელობდა გენდერულ და ენერგეტიკულ პროექტებს და გამოცდილია დახმარების კოორდინაციაში. კუინი მუშაობდა წყნარი ოკეანის თემის სამდივნოსთან, სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტთან და ფიჯის მთავრობასთან. ის ამჟამად არის ფიჯის ქალთა ფონდის პროგრამის ოფიცერი.

ერიკა ლი არის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კომუნიკაციების განვითარების სპეციალისტი, 15 წელზე მეტი გამოცდილებით კომუნიკაციაში წყნარი ოკეანის კუნძულების კონტექსტში. იგი გატაცებულია განვითარების ჟურნალისტიკის გამოყენებით წყნარი ოკეანის კუნძულების ხმების გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანი მონაწილეობის გასაადვილებლად და სოციალური ცვლილებების გასაძლიერებლად. იგი მუშაობდა გაეროს კაპიტალის განვითარების ფონდში, წყნარი ოკეანის კუნძულების კერძო სექტორის ორგანიზაციაში და ფიჯის მთავრობაში. ერიკა არის ფიჯის ქალთა ფონდის კომუნიკაციების ამჟამინდელი ოფიცერი.

ფიჯის ქალთა ფონდის შესახებ

ქალთა ფონდი ფიჯი (ფონდი) არის წყნარი ოკეანის პირველი ეროვნული ქალთა ფონდი. ჩვენ ვართ ემპათიური და ადაპტაციური ფემინისტური ფონდი, რომელიც მუშაობს ფემინისტური და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოძრაობებისთვის ფინანსური და არაფინანსური რესურსების გავლენისა და მობილიზებისთვის, რათა მათ შეძლონ ფიჯიში ქალების, გოგოებისა და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების უფლებების დაცვა.

ფონდმა საქმიანობა დაიწყო 2017 წელს ავსტრალიის მთავრობის ხუთწლიანი ინიციატივის ფარგლებში – წყნარი ოკეანის ქალები წყნარი ოკეანის განვითარებისთვის. ფონდმა აიღო 10,5 მილიონი ავსტრალიური დოლარის ვალდებულება 2017 წლიდან 2022 წლამდე დააფინანსოს და გააძლიეროს ქალთა ჯგუფების, ორგანიზაციებისა და ქსელების შესაძლებლობები ფიჯიში, რათა ხელი შეუწყოს მათ მუშაობას გენდერული სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების განხრით. 2021 წელს, ფონდი დარეგისტრირდა ფიჯიში, როგორც ადგილობრივი ერთეული ფიჯის საქველმოქმედო ნდობის აქტის მიხედვით და ახლა ჰყავს ახალი მმართველი საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ფიჯის ფემინისტური და ქალთა მოძრაობა.


Related Post

Anamika Dutt's picture with the text, "welcoming Anamika Dutt, GAGGA's PMEL Officer"

Welcoming Anamika Dutt As GAGGA’s Planning, Monitoring, Evaluation & Learning (PMEL) Officer!

Anamika Dutt is a feminist MEL practitioner from India. Anamika believes that stories of change and impact are best heard…

See more

Bringing Local Realities to Board Level: GAGGA and Both ENDS Partners at the GCF B38 in Rwanda

Last week Both ENDS participated in the 38th Board Meeting of the Green Climate Fund in Kigali, Rwanda, together with…

See more

We Women Are Water – Call To Action To Support And Finance Gender Just Climate Action

Gender just climate action and solutions are in urgent need of your support Women, girls, trans, intersex, and non-binary people…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.