ჩვენ გვსურს აღვადგინოთ დედამიწის ფილტვები: ეკოლოგიური აღდგენის სათავეში ქალების დაყენება


ჩვენ, სოფლად მცხოვრებ ფემინისტებს, გვსურს აღვადგინოთ დედამიწის ფილტვები.

COVID-19-ის პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მყიფეა ჩვენი საკვებისა და სოფლის მეურნეობის სისტემები. უამრავი ფერმა იქცა პალმის ზეთისა და შაქრის ლერწმის ინდუსტრიულ მონოკულტურად. ამასთან, ბევრი ფერმა ორიენტირებულია ისეთი  კომერციული კულტურების წარმოებაზე, როგორიცაა ყავა და კაკაო. ამ ყველაფერმა გაანადგურა ნიადაგი და ადგილობრივი ტყე. შედეგად, ადგილობრივი თემები, რომლებიც ისტორიულად თვითკმარნი იყვნენ, ამჟამად ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ საკვებს და განიცდიან მარაგის ნაკლებობას. ადგილობრივი თემები, ქალები და გრასრუთ ჯგუფები დგანან გამოწვევების წინაშე, რაც გვაიძულებს გადავიაზროთ მდგრადობის, სასურსათო უსაფრთხოებისა და წყლის საკითხები.

სწორედ ახლა არის დრო გადავხედოთ ჩვენს სისტემებს ჰოლისტური მიდგომით და დავიწყოთ იმ პოლიტიკისა და პრაქტიკის პოპულარიზაცია, რომელიც განაპირობებს პლანეტის ეკოლოგიურ სტაბილურობას, ტყეებსა და ფერმებში მდიდარი ბიომრავალფეროვნების გაშენებას და ჯანსაღო საკვების უზრუნველყოფას. სწორედ ასეთი მიდგომაა ანალოგური მეტყევეობა.

ეს არის ეკოლოგიური სისტემების აღდგენის გზა ბუნებრივი ტყეების იმიტაციით, რომელიც გამდიდრებულია ისეთი სასარგებლო სახეობებით, როგორიცაა ხილისა და თხილის ხეები, ყავა, ჩაი, კაკაო, ავოკადო და სამკურნალო მცენარეები. ის აღადგენს წყლის ბალანსს და ქმნის შემოსავალს ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ანალოგური სატყეო მეურნეობის გამოყენება მძლავრი იარაღია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, რადგან ის ხელს უშლის ტყეების განადგურებას, აღადგენს ნიადაგებს და ზრდის ბიომრავალფეროვნებას. ეს აუცილებელია ჯანსაღი და გამძლე ეკოსისტემების მისაღებად, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი წინააღმდეგობა ჭირის, გვალვისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა საფრთხეების მიმართ. აღდგენილი ტყეები ასრულებენ ჰაერის გამწმენდებისა და დიდი ნახშირბადის ნიჟარების როლს.

გარდა ამისა, ანალოგური მეტყევეობა არის მძლავრი იარაღი გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ; ის არის ფემინისტური ბრძოლის ნაწილი. ტრადიციული აგრარული  წარმოების სისტემაში ნიკარაგუის კონტექსტში, ქალები წარმოადგენენ მხოლოდ სამუშაო ძალას, გამოსაყენებელ ობიექტს. ანალოგური მეტყევეობა არის შესაძლებლობა ჩავერთოთ ჯანსაღი საკვების წარმოებაში და დავიბრუნოთ კონტროლი საკუთარ კვებასა და ჯანმრთელობაზე. ეს გვაძლევს მეტ ავტონომიას.

თუმცა ეს პროცესი მხოლოდ ტექნიკური არ არის. ანალოგური სატყეო მეურნეობა – როდესაც იგი გამოიყენება ფემინისტური პერსპექტივით – შეიძლება იყოს უწყვეტი ფემინისტური ბრძოლის ნაწილი მიწის უფლებებისა და საერთო საკუთრებისთვის. მიწა არის საერთო სიკეთე, რომელიც გვაძლევს ძალაუფლებას. ჩვენ ის გვჭირდება ღირსეულად ცხოვრებისთვის, ამიტომაც უნდა ვიბრძოლოთ მიწის საკუთრებისთვის, მიწაზე წვდომისა და მასზე კონტროლის ქონისთვის.

ის ფაქტი, რომ მე ახლა მიწას ვმართავ, ისეთ შეგრძნებას მიჩენს, თითქოს მრავალსაუკუნოვანი უთანასწორობის სისტემა დაირღვა. ახლა შემიძლია თავად მოვიყვანო და გავზარდო საკუთარი საკვები და ეს გავაკეთო არა კოლონიური გზით, რაც გულისხმობს მიწის გამოყენებასა და მის ბოლომდე გამოწურვას, არამედ სპირიტუალური და ეკოლოგიური გზით. მე შემიძლია აღვადგინო ის ისტორიული კავშირი, რომელიც ჩვენ, მკვიდრ ქალებს გვაქვს დედამიწასთან; მისი ჯანმრთელობაც ჩემია. სინამდვილეში, ჩვენ ვჯანყდებით ექსპლუატაციის მატერიალისტური სისტემის წინააღმდეგ, თავად ვაშენებთ პატივისცემასა და ჰარმონიაზე დაფუძნებულ სისტემას.

ანალოგური სატყეო მეურნეობის გადამზადებიდან ორი წლის შემდეგ, უკვე შემიძლია მივიღო ყავის, ბანანის, მარაკუიას, მზესუმზირის, სხვადასხვა სანელებლებისა და ბოსტნეულის მოსავალი, მომავალ წელს კი ავოკადოსაც მივიღებ. მინდა ვიყო მაგალითი სხვა ქალებისთვის და სხვა ოჯახებისთვის. ვაჩვენო, რომ უფრო მდგრადი წარმოება შესაძლებელია. მინდა გამოვიყენო ჩემი ტყე, როგორც სადემონსტრაციო ადგილი, სწავლისა და გამოცდილების გაცვლის ადგილი. მსურს სხვა ქალების მოტივაცია, ჩემი ცოდნის გაზიარება, სასურსათო უსაფრთხოებისა და სუვერენობის ხელშეწყობა, სამკურნალო მცენარეების გამოყენება და წყლის წყაროების აღდგენა. იმედი მაქვს, რომ ჩემს თემში სხვა ოჯახებიც შემომიერთდებიან და შექმნიან საკუთარ ანალოგურ ტყეს.

ქალებს ხშირად უარს ეუბნებიან საკვების სუვერენობის, წყლისა და სუფთა და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უფლებაზე. ეკოლოგიური აღდგენის სათავეში მათი დაყენებით თქვენ მათთვის ამ უფლებებს უზრუნველყოფთ. ქალები არიან სიცოცხლის მიმნიჭებლები,  ისევე როგორც დედა დედამიწა. თუ დედამიწა ჯანმრთელია, მაშინ ჩვენც სულიერად, ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელები ვართ. ის გვაძლიერებს ჩვენ ქალებს, რომ გავხდეთ იმ ხეებივით ძლიერები, რომლებსაც ჰაერიდან ხედავთ ჩვენს საკუთარ ნაკვეთებზე.

 

ლუზ მარინა ვალე არის ფემინისტი ფერმერი. ის განათლებით არის ინჟინერი სოფლის მეურნეობასა და კოოპერატივის მენეჯმენტში. ის არის Fundacion Entre Mujeres (FEM)-ის წევრი და ანალოგური სატყეო მეურნეობის ადგილობრივი მხარდამჭერი და პრომოუტერი მის თემში ელ ჯოკოტეში ჩრდილოეთ ნიკარაგუაში. ანალოგური სატყეო მეურნეობის ქსელის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ ბმულზე.

აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ანალოგური სატყეო მეურნეობის სხვა მხარდამჭერებს ეკუადორიდან: Ana María Andrade და Enma Revilla.

 


Related Post

Anamika Dutt's picture with the text, "welcoming Anamika Dutt, GAGGA's PMEL Officer"

Welcoming Anamika Dutt As GAGGA’s Planning, Monitoring, Evaluation & Learning (PMEL) Officer!

Anamika Dutt is a feminist MEL practitioner from India. Anamika believes that stories of change and impact are best heard…

See more

Bringing Local Realities to Board Level: GAGGA and Both ENDS Partners at the GCF B38 in Rwanda

Last week Both ENDS participated in the 38th Board Meeting of the Green Climate Fund in Kigali, Rwanda, together with…

See more

We Women Are Water – Call To Action To Support And Finance Gender Just Climate Action

Gender just climate action and solutions are in urgent need of your support Women, girls, trans, intersex, and non-binary people…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.