ცვლილების შესაძლებლობის გამოყენება


ექვსი წლის წინ, დეკემბერში, მე და ალეტა ბაუნმა შემოვირბინეთ პარიზის ბნელი და წვიმიანი ქუჩები UNFCC-ის მხარეთა კონფერენციის (COP) რთულ, ექსკლუზიურ და იდუმალ სამყაროში გზის გასაკვლევად.

მამა ალეტა (როგორც ის ცნობილია საკუთარ თემში) არის გლობალური მწვანე გრანტების ფონდის (GGF) გრანტის მიმღები პარტნიორი და მკვიდრი თემის ლიდერი ინდონეზიაში, რომელმაც ასობით ადგილობრივ ქალს უბიძგა მშვიდობიანად დაეკავებინათ მარმარილოს მოპოვების ადგილები ჩუმად ქსოვის პროტესტების საშუალებით. მათ ერთად განდევნეს სამთო-მოპოვებითი კომპანია და შეაჩერეს საკრალური ტყის გაჩეხვის პროცესი მუტისის მთაზე, კუნძულ ტიმორზე, ინდონეზიაში. სწორედ ამ ქმედებამ გადაარჩინა ათასობით ჰექტარი ტყე.

მამა ალეტა მიწვეული იყო სასაუბროდ COP21-ის რამდენიმე ღონისძიებაზე, რათა გაეზიარებინა თავისი გამოცდილება, როგორც სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ხელმძღვანელობს ქალთა კრიტიკულ გარემოსდაცვით მოძრაობას, როგორც ადამიანების, ისე პლანეტის დასაცავად. თავდაპირველად, რამდენიმე გავლენიანმა და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე მაღალი დონის  ორგანიზაციამ მიიწვია ის თავის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად,  თუმცა COP21-ის მოახლოებასთან ერთად, მამა ალეტა ნელ-ნელა ამოიღეს დღის წესრიგიდან და ღონისძიების პანელებიდან, რასაც მოყვებოდა  ბოდიშები და ბუნდოვანი კომენტარები მის არასაკმარის ექსპერტიზასა ან მისი საქმიანობის გავლენასთან დაკავშირებული ემპირიული მტკიცებულებების არ არსებობაზე. საბოლოოდ, მამა ალეტამ ისაუბრა ორ ღონისძიებაზე, რომელიც ძირითადი ღონისძიებებისგან შორს, ქალაქის მეორე ბოლოში ჩატარდა და რომელთაც თითქმის არავინ ესწრებოდა.

სამწუხაროდ, მამა ალეტას გამოცდილება იშვიათი არაა. პატრიარქალური სისტემები, რომელშიც დღემდე ვცხოვრობთ და შედეგად გამოწვეული გენდერული უთანასწორობა განაპირობებს ქალი გარემოსდაცვითი აქტივისტების – განსაკუთრებით მკვიდრი, გრასრუთ დონეზე მომუშავე, წარმოშობით გლობალური სახმრეთიდან მყოფი აქტივისტების გარიყვას გლობალური პოლიტიკიდან, გადაწყვეტილების მიღების სივრცეებიდან და ფორმალური ლიდერობის შესაძლებლობებიდან. ეს სისტემები განაპირობებენ ქალთა არასაკმარის წარმომადგენლობას და მათ არასაკმარის დაფინანსებას.

2017 წელს (უახლესი მონაცემების თანახმად), ქალთა გარემოსდაცვითი აქტივობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით  მთლიანი კერძო ფონდის დაფინანსების 0,1 პროცენტზე ნაკლები მოხმარდა (საზოგადოებრივი კლიმატის ფინანსების ნაკადები, რომლებიც მიმართულია ქალთა გარემოსდაცვითი ქმედებებისკენ არ არის აგრეგირებული).

კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ, როგორც დამფინანსებლებს, გვაქვს შესაძლებლობა შევცვალოთ დაფინანსებისადმი მსგავსი მიდგომა, დავუპირისპირდეთ მჩაგვრელ სისტემებს, რომლებიც სტატუს კვოს შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, შევცვალოთ გარიყვა ინკლუზიით,  მარგინალიზაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვით და ინსტრუმენტალიზმი გენდერული სამართლიანობით.

იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობები რეალობად ვაქციოთ, გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (GAGGA) და GGF, წამყვანი ორგანიზაციები გენდერულად სამართლიანი კლიმატის ქმედებების დაფინანსების სფეროში, ვაორმაგებთ ჩვენს ვალდებულებას შევცვალოთ გლობალური სამხრეთის წამყვანი კრიტიკული, კლიმატთან დაკავშირებული ინიციატივების დაფინანსების ამჟამინდელი სისტემა.

უკანასკნელი წლის განმავლობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის თაობათა თანასწორობის ფორუმის (GEF) ფარგლებში  დაიწყო ქალებისა და გოგოებისთვის (მათი  მთელი მრავალფეროვნებით) გენდერული თანასწორობის შეუქცევადი პროგრესისკენ მიმართული 5-წლიანი პროცესი. GEF-მა გააერთიანა მრავალმხრივი სამოქმედო კოალიციები (რომლებიც შედგებიან მთავრობების, დამფინანსებლების, კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან), რათა ჩამოეყალიბებინა წარმატების ხედვა, პრიორიტეტული ქმედებები, სტრატეგიები და ტაქტიკა ამ მიზნის მისაღწევად. არსებობს ექვსი თემატური სამოქმედო კოალიცია, მათ შორის სამოქმედო კოალიცია – ფემინისტური ქმედება კლიმატის სამართლიანობისთვის (FACJ), რომლის წამყვანი დამფინანსებელია გლობალური მწვანე გრანტების ფონდი. FACJ-ის ხუთწლიანი მიზანია გაზარდოს პოლიტიკური, ფინანსური და ადვოკატირების მხარდაჭერა იმისათვის, რომ გააძლიეროს ქალებისა და გოგოების აგენტობა, ხილვადობა და ლიდერობა მწვანე ეკონომიკაში; გაზარდოს მათი მედეგობა კლიმატის ზემოქმედების მიმართ და დაიცვას სოფლად მცხოვრები, გრასრუთ დონეზე მომუშავე, მკვიდრი ქალებისა და გოგოების (მათი სრული მრავალფეროვნებით) უფლებები, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში კრიტიკული აქტორები არიან.

FACJ-ის მიერ ქალთა და გოგოების უფლებების კლიმატის ქმედებებსა და დაფინანსების ცენტრში მოქცევის გლობალურ ინიციატივაზე დაყრდნობით, GGF და GAGGA იღებენ კოლექტიურ და ტრანსფორმაციულ ვალდებულებას შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მოახდინონ 100 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება კლიმატის სამართლიანობასთან დაკავშირებული ფემინისტური ქმედებისთვის, რაც განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • სამართლიანი, მოქნილი, მრავალწლიანი მხარდაჭერა კლიმატთან დაკავშირებული ინიციატივებისთვის, რომელიც ორიენტირებულია ყველა იმ ადამიანის უფლებებზე, მოთხოვნებზე, ინტერესებსა და პერსპექტივაზე, რომლებიც იდენტიფიცირდებიან როგორც ქალები, გოგოები ან არაბინარული ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მუშაობენ გრასრუთ დონეზე გლობალურ სამხრეთში.
  • კლიმატთან დაკავშირებული დაფინანსება, რომელიც სარგებელს მოუტანს ქალებსა და გოგოებს (მთელი მათი მრავალფეროვნებით) და არ გააძლიერებს უთანასწორობას ან მათ მიმართ ძალადობას.
  • ინვესტიციები გრასრუთ ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებას და ადაპტაციას და უზრუნველყოფენ ინკლუზიურ, სამართლიან და მდგრად საზოგადოებებს; ხელს უწყობენ ადამიანების და მრავალფეროვანი ეკოსისტემების გაძლიერებას.

ჩვენ ამას მარტო ვერ შევძლებთ!

სწორედ ამიტომ, COP26-ზე ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს, მრავალმხრივ კავშირებს და ფილანთროპიის სფეროს წარმომადგენლებს, რომ გენდერული კლიმატის ქმედებები კლიმატის დაფინანსების წინა პლანზე წამოაყენონ და დაფინანსება მიმართონ ინიციატივებისკენ, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ტრანსფორმაციული ქმედებების განმახორციელებელი ქალი გარემოსდაცვითი აქტივისტები, რისი მაგალითიც არის მამა ალეტა.

COP26-ის მიღმა, გთავაზობთ შემოგვიერთდეთ ჩვენს ერთობლივ ვალდებულებაში, მოვახდინოთ 100 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება კლიმატის სამართლიანობასთან დაკავშირებული ფემინისტური ქმედებებისთვის  მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთად შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რომ ქალებმა და გოგოებმა შეასრულონ თავისი კანონიერი როლი კოლექტიური მომავლის მშენებლობაში, რომელიც იქნება უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გენდერულად სამართლიანი.

ურსულა არის გლობალური მწვანე გრანტების ფონდის გენდერისა და თანასწორობის განხრის დირექტორი და ქალთა და გოგოების უფლებების ადვოკატი გარემოსდაცვითი და კლიმატის დაფინანსების სფეროში.  ის არის დამხმარე პროფესორი საერთაშორისო განვითარების სფეროში, ჯილდოს მფლობელი პუბლიკაციისკლიმატის სამართლიანობა და ქალთა უფლებებიავტორი და ხშირი მომხსენებელი კონფერენციებზე თანასწორობის შესახებ გარემოსდაცვითი და კლიმატის დაფინანსებაში.

მეტი ინფორმაციისთვის დაეკონტაქტეთ ურსულა მინისზევსკის ან მაითე სმეთს შემდეგ მისამართებზე: ursula@greengrants.org, maite@fcmujeres.org.

 


Related Post

Anamika Dutt's picture with the text, "welcoming Anamika Dutt, GAGGA's PMEL Officer"

Welcoming Anamika Dutt As GAGGA’s Planning, Monitoring, Evaluation & Learning (PMEL) Officer!

Anamika Dutt is a feminist MEL practitioner from India. Anamika believes that stories of change and impact are best heard…

See more

Bringing Local Realities to Board Level: GAGGA and Both ENDS Partners at the GCF B38 in Rwanda

Last week Both ENDS participated in the 38th Board Meeting of the Green Climate Fund in Kigali, Rwanda, together with…

See more

We Women Are Water – Call To Action To Support And Finance Gender Just Climate Action

Gender just climate action and solutions are in urgent need of your support Women, girls, trans, intersex, and non-binary people…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.