კამპანიას “ჩვენ, ქალები, ვართ წყალი”


ქალთა საერთაშორისო დღეს (8 მარტს) გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (GAGGA) იწყებს კამპანიას “ჩვენ, ქალები, ვართ წყალი” რათა ხაზი გავუსვათ ქალების როლს, მოთხოვნებს და ქმედებებს წყლისთვის ბრძოლაში კლიმატის ცვლილების პირობებში.

ჩვენ გამოვაქვეყნებთ ერთ ან ორ ისტორიას ყოველ დღე სოციალურ მედიაში წყლის საერთაშორისო დღის (22 მარტი) მოახლოებასთან ერთად, და ყურადღებას გავამახვილებთ GAGGA-ს მიერ მხარდაჭერილ თემებზე აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში, რომლებიც უკვე განიცდიან წყალთან დაკავშირებულ საფრთხეებს კლიმატის ცვლილების პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიები მცირე არეალს ფარავს, ისინი ასახავს მრავალი თემის რეალობას მსოფლიოს მასშტაბით.

მათი წყლის დაუცველობა გამოწვეულია კომპანიების, მთავრობების და ინვესტორების მიერ, რომლებიც ჩართულები არიან ექსტრაქტივისტულ აქტივობებში, ყალბ კლიმატურ გადაწყვეტილებებში და აგრო-ინდუსტრიაში. ყველა ამ პროექტში ირღვევა ქალთა, ადგილობრივ თემთა და მკვიდრ ხალხთა უფლებები კონსულტაციის, ჩართულობის და წინასწარი თანხმობის ნაკლებობის გამო.

ამ კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პარტნიორების ისტორიები ბოლივიიდან, ინდონეზიიდან, მონღოლეთიდან, ნიგერიიდან, პერუდან და სამხრეთ აფრიკიდან, რომლებიც გვაჩვენებს, რომ უარის თქმა წიაღისეულ საწვავებზე, როგორებიცაა ქვანახშირი და ნავთობი, არა მხოლოდ კლიმატის კრიზისთან გამკლავებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ თემების უფლებებისთვისაც, სუფთა წყალთან და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიმართებაში – განსაკუთრებით კი გლობალური პანდემიის დროს.

ასევე ხაზს გავუსვამთ შემთხვევებს ბოლივიიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან და გვატემალადან, როდესაც მთავრობები და კომპანიები ტექნიკურ გამოსავალს გვთავაზობენ კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად, მაგალითად ჰიდრო და გეოთერმულ ენერგიას, რაც კორპორატიული მოგებების დაცვაზეა ორიენტირებული და ნეგატიურ გავლენას ახდენს კრიტიკულ ეკოსისტემებზე და ხალხისთვის მიწის, საკვებისა და წყლის უსაფრთხოებაზე.

წყლის, კლიმატისა და COVID-19-ის ურთიერთდაკავშირებული კრიზისები ერთსა და იმავე მიზეზს იზიარებს: ღრმად უსამართლო და პატრიარქალური ეკონომიკური სისტემა, რომელიც ექსტრაქციას და უსაზღვრო ზრდას ეფუძნება. GAGGA უზრუნველყოფს პლატფორმას ფონდებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალების მიერ მართული სათემო ორგანიზაციებისთვის, რათა ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდნენ ამ ექსპლუატაციურ მოდელს, რომელიც აბინძურებს თემების მიწას და წყალს, და რათა ბიძგი მისცეს სტრუქტურულ ცვლილებასა და სამართლიან რეაბილიტაციას, რომელიც ხალხსა და პლანეტას მოგებაზე წინ აყენებს.

უამრავი გამოწვევის მიუხედავად, პანდემიისა და კლიმატის ერთობლივმა კრიზისმა ქალთა მიერ მართული სათემო ორგანიზაციებისა და პრაქტიკების გამძლეობა გამოავლინა, რომლებიც ხშირად წყლის დასაავად ადგილობრივ, ტრადიციულ, მკვიდრ ცოდნას ეფუძნება. ამ აქტივობებმა ადგილობრივ ქალთა მმართველობის, ურთიერთდახმარების მობილიზებისა და თემის პასუხის სიძლიერეს და კრეატიულობას გაუსვა ხაზი.

ამ ისტორიებით ჩვენ მიზნად ვისახავთ, გავაცნობიერებინოთ კომპანიებს, მთავრობებსა და ინვესტორებს, რომ მათი აქტივობა ხელს უწყობს წყლის დაუცველობასა და დაბინძურებას თემებში, და ასევე ხაზი გავუსვათ ქალთა, როგორც წყლის დამცველების, მმართველობას. ერთად მოვითხოვთ, რომ მათ;

  • უარი თქვან წიაღისეულის მრეწველობაზე, რაც არღვევს ქალების უფლებას წყალზე.
  • მოახდინონ ქალების უფლებების გარანტირება წყალზე გენდერულად სამართლიანი კლიმატური გადაწყვეტილებების საშუალებით. გადაწყვეტილებები უნდა იყოს მდგრადი და კულტურული თვალსაზრისით შესაბამისი ქალების, მკვიდრი ხალხისა და ადგილობრივი თემების წვლილთან, თანხმობასთან და კონტროლთან.
  • გაითვალისწინონ ქალთა მოთხოვნები, საჭიროებები, პრაქტიკები და წინადადებები წყლის ხელმისაწვდომობასა, მენეჯმენტსა და მმართველობასთან დაკავშირებით.

მხოლოდ ძალების გაერთიანებით შევძლებთ უზრუნველვყოთ ქალთა უფლებები სუფთა, საკმარის, ხელმისაწვდომ წყალზე და ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში წყლის გამოყენების, მართვისა და კონსერვაციის შესახებ. შემოუერთდით კამპანიას და დაგვეხმარე ქალი გარემოდამცველების ხმების გაძლიერებაში თითოეული პოსტით ჩვენი მოთხოვნების გაჟღერების მიზნით.

 კამპანიას შეგიძლიათ გაყვეთ ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და თვითერზე შემდეგი ჰეშთეგების გამოყენებით:  #WeWomenAreWater და #MujeresSomosAgua

იხილეთ ვიზუალური მასალის, კალენდარისა და სოციალური ქსელის შეტყობინებების ბმულები აქ.

 


Related Post

October 2021 | Now is the time for urgent climate action

With extreme weather events impacting every region of the world in recent months and stark warnings from the latest IPCC report,…

See more

दक्षिणी विश्वका नारीवादीहरुका तर्फबाट कोप निर्णयकर्ताहरूका लागि : जलवायु न्यायका लागि आमूल परिवर्तन

“जलवायु न्यायको अर्थ… – अस्थिर उत्पादन, उपभोग र व्यापार सहितका जलवायु संकटका कारक तत्वलाई सम्बोधन गर्दै – समानता र मानव…

See more

Report | Intrinsically linked: gender equality, climate and biodiversity

The worldwide climate crisis, loss of biodiversity and continuing gender inequality are intrinsically linked. Solving the climate and biodiversity crises…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.