კონფრონტაცია კლიმატის საგანგებო მდგომარეობასთან: კრიზისი, რომელიც ჩვენ არ გამოგვიწვევია


ჩემი სახელია სოფია გუტიერეზი და მე გავიზარდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში. კოლუმბიაში ცხოვრება ძალადობის მატებასთან ერთად გრძელდებოდა. ჩემი ძილისპირული ისტორიები შედგებოდა ბებიის მონაყოლი ამბებისგან იმის შესახებ, თუ როგორ გაექცა ის და მისი ოჯახი ძალადობას სოფელში. დარჩენილი ხალხის სიკვდილის შესახებ ამბების გაგებისას შიში ძლიერდებოდა, თუმცა ცვლილებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის სურვილი არ განელებულა.

ეს მხოლოდ ისტორიები არ იყო; ეს იმ ხალხის რეალობაა, რომელიც კოლუმბიის ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ხალხის, რომელთაც არ აქვთ შიშის დრო, რადგან გადარჩენისთვის იბრძვიან. მათ უნდა გადაარჩინონ საკუთარი თემი განადგურებისგან, რასაც ექსტრაქტივიზმი და ომი ერთდროულად იწვევს.

კოლუმბია არის ყველაზე სახიფათო ქვეყანა მსოფლიოში იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გარემოს დაცვა აღელვებთ; მხოლოდ უკანასკნელ წელს კოლუმბიაში 65 გარემოსდამცველი მოკლეს. თუ ეს პირდაპირ მათ არ ეხებათ, მსოფლიო ლიდერები, ბანკები და კორპორაციები იგნორირებას უკეთებენ იმ ადამიანებისა და ადგილების გამოცდილებებს, რომლებიც ყველაზე მწვავედ განიცდიან გარემოსთვის მიყენებულ ზიანს (most affected people and areas – MAPA).

ამ ყველაფერს მივყავართ ფუნდამენტურ აზრამდე: ყველაზე დაზარალებული ხალხი და ადგილები მუდმივად ყურადღების მიღმა რჩებიან. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ არსებული ეკონომიკური მოდელი არ მიგვიჩნევს ადამიანის ძირითადი უფლებების ღირსად. გლობალური სამხრეთი დიდი ხანია რაც კლიმატის კრიზისის წინაშე დგას; ჩვენთვის ახალი არაფერია.

კლიმატის კრიზისს საფუძველი კოლონიზაციის დროიდან ჩაეყარა. კოლონიზაციას მოყვა დედამიწის მასიური ექსპლუატაცია და გენოციდი, მკვიდრი ხალხის სიბრძნის განადგურება. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი საჩუქრად გადაეცა კოლონიალისტ მმართველებს, რათა მათ შეძლებოდათ თავიანთი საჭიროებების შეუზღუდავად დაკმაყოფილება. მათ სრულიად უგულებელყვეს სიწმინდისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების იდეა.

შედეგად, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ ნათლად ვხედავთ დაჩქარებული მოხმარებისა და ექსტრაქტივიზმის დინამიკას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება გლობალური ჩრდილოეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ყოფილი კოლონიზებული ქვეყნები ნაკლებად გამოყოფენ სათბურის გაზებს. ჩვენ ვართ მხოლოდ რესურსების მიმწოდებლები ექსპლუატატორებისთვის, თუმცა სწორედ ჩვენ ვაწყდებით კლიმატის კრიზისის ყველაზე ნეგატიურ შედეგებს – კრიზისის, რომელიც ჩვენ არ გამოგვიწვევია.

რა არის შემდეგი საჭირო ნაბიჯი? შეაჩერე წიაღისეული საწვავის დაფინანსება და განახორციელე სამართლიანი ენერგეტიკული ტრანზიცია.

ჩემი აქტივიზმით სწორედ ამისთვის ვიბრძვი. კლიმატის აქტივიზმში თავშეფარი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში ვიპოვე, მაშინ როდესაც ჩემი ქვეყნის ტროპიკული ტყის ნაწილი დაიწვა. კლიმატის მოძრაობაში აქტიურად ჩართვის შემდეგ გავიაზრე კლიმატის ცვლილებასა და სოციალურ სამართლიანობას შორის ურთიერთობის მნიშვნელობა, რადგან შევძელი პირადად მომესმინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ თავზე განიცდიდნენ კლიმატის ცვლილების გავლენას ჩემს ქვეყანაში. ჩემი ოჯახის გამოცდილებაც ასეთია – ჩვენ მუდმივად გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ნალექიან სეზონზე მოსული წვიმა ჩვენს სახლს დატბორავდა.

დავიწყე იმის გააზრება, რომ ჩემი ქვეყანა გარემოსდაცვით საკითხებში წინ ვერ წაიწევდა, თუ ჩვენ არ გვექნებოდა წვდომა განათლებაზე და ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები სათანადოდ და როგორ დავეხმაროთ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებს ამის  იურიდიული ინსტრუმენტებით გაკეთებაში. მე საშუალება მქონდა გავმხდარიყავი ეროვნული დიალოგის ნაწილი ჩემს მთავრობასთან ერთად ჰიდრავლიკური გახლეჩვის პროცესთან, კლიმატის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით. როცა პოლიტიკაში ჩავერთე, ვიმუშავე ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გადავწყვიტე, ვიბრძოლო ხარისხიანი გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან, ადამიანის უფლებათა და გარემოსდამცველებთან ერთად აქტიური მუშაობის შემდეგ, ბოგოტამ ადგილობრივ საკრებულოში კლიმატის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მერიამ დაიწყო უფრო მწვანე პოლიტიკის გატარება.

დღესდღეობით ვარ ახალგაზრდული ორგანიზაცია Pacto X el Clima-ს წევრი. ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ როგორც ახალგაზრდულმა მოძრაობამ და ჩვენი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ძალაუფლების მინიჭება გადაწყვეტილების მიღების სივრცეებში. საბედნიეროდ, 12 ახალგაზრდა და მგზნებარე აქტივისტის მიერ დაწყებული ინიციატივა გადაიქცა არასამთავრობო ორგანიზაციად, რომელიც სხვადასხვა პროექტებით ებრძვის კლიმატის კრიზისს. ასეთია ჩემ მიერ შექმნილი გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამა.

მჯერა, რომ ცვლილების საფუძველი არის ცოდნა, ხოლო ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი გარემოსდაცვითი განათლების როგორც უფლების და არა როგორც პრივილეგიის უზრუნველყოფა კლიმატის მოქმედების ნაწილია. ინფორმაციაზე წვდომა და სათანადო პირობები სწავლისთვის ქმნის სოციალური და კლიმატური სამართლიანობის კიდევ ერთ დამცველს მსოფლიოში. ჩვენი, როგორც აქტივისტებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მქონე ადამიანების მოვალეობაა, დავეხმაროთ სხვებს თანასწორობის მიღწევაში იმისათვის, რომ  მათ ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვაქვს. კოლუმბიისა და მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ნაწილებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კლიმატის ქმედება არ უნდა ნიშნავდეს ადამიანის უფლებების დაცვას მათ სიცოცხლეზე რისკის ფასად.

2019 წლიდან ვატარებ ვორქშოფებს სხვადასხვა აუდიტორიებთან (განსაკუთრებით ახალგაზრდებთან), სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ და როგორ დაეხმარონ სხვებს მოქმედებაში. ჩემი აქტივიზმით მსურს შევიტანო ცვლილებები იმ საზოგადოებაში, სადაც ვცხოვრობ და მონაწილეობა მივიღო უკეთესი სამყაროს შექმნაში. სწორედ ამიტომ შევუერთდი მოძრაობას Fridays for Future – იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის ისტორია დიდი გლობალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დავიწყებას არ მისცემოდა  და არ მომხდარიყო იმ ინდივიდებისთვის ხმის წართმევა, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან.

 

სოფია გუტიერეზი არის კოლუმბიელი კლიმატის აქტივისტი Pacto X el Clima და Fridays For Future MAPAდან. სოფიას ბოლო გამოსვლა შვედეთში კლიმატის გაფიცვაზე, რომელიც COP26-ს უძღოდა წინ, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.


Related Post

Anamika Dutt's picture with the text, "welcoming Anamika Dutt, GAGGA's PMEL Officer"

Welcoming Anamika Dutt As GAGGA’s Planning, Monitoring, Evaluation & Learning (PMEL) Officer!

Anamika Dutt is a feminist MEL practitioner from India. Anamika believes that stories of change and impact are best heard…

See more

Bringing Local Realities to Board Level: GAGGA and Both ENDS Partners at the GCF B38 in Rwanda

Last week Both ENDS participated in the 38th Board Meeting of the Green Climate Fund in Kigali, Rwanda, together with…

See more

We Women Are Water – Call To Action To Support And Finance Gender Just Climate Action

Gender just climate action and solutions are in urgent need of your support Women, girls, trans, intersex, and non-binary people…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.