COP-ისკენ, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ და კლიმატის სამართლიანობას


190-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აქტივისტები იკრიბებიან გლაზგოში, შოტლანდიაში, გაეროს მხარეთა კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე (COP26).

შეკრების პარალელურად მსოფლიო იწყებს იმის გაანალიზებას, თუ რა სიმძიმით დაარტყა პანდემიამ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკას და თუ რამდენად დამანგრეველი შედეგი მოუტანა იმ ქვეყნებსა თუ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც აქამდეც დაუცველები იყვნენ, მაგალითად ქალებსა და გოგოებს. გაეროს უკანასკნელ პოლისი ბრიფში COVID-19-ის პანდემიის ქალებზე გავლენის შესახებ შემდეგი ჩანაწერი გვხვდება: „ყველა სფეროში, ჯანდაცვადან ეკონომიკამდე, უსაფრთხოებიდან სოციალურ დაცვამდე, COVID-19-ის ზემოქმედება უფრო მწვავეა ქალებისა და გოგოებისთვის, რაც მხოლოდ მათი გენდერიდან გამომდინარეობს.”

პანდემიის მსგავსად, კლიმატის კრიზისი ავლენს და კიდევ უფრო აძლიერებს გენდერულ და სოციალურ უთანასწორობას. კლიმატის ცვლილება მომავლის პრობლემას აღარ წარმოადგენს; ქალები და გოგოები მთელს მსოფლიოდან სწორედ ახლა დგანან მისი ყველაზე სახიფათო შედეგების წინაშე და მდგომარეობა თანდათან უარესდება. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობები იღებენ COP26-ზე გადამწყვეტია პლანეტის მომავლისთვის. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა პანელმა (IPCC) უკვე აღნიშნა, რომ „ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია წარსულსა და მომავალში სათბურის გაზების გამონაბოლქვის გამო შეუქცევადია” და რომ ჩვენი მდგომარეობა მძიმეა, რადგან მალე უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვექნება.

COP26-ის კონტექსტი ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს ჩაერთოს გენდერულად სამართლიან კლიმატის ქმედებებში, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა იმ ისტორიულ უთანასწორობას, რამაც გამოიწვია ის სოციალური, გარემოსდაცვითი და გენდერული ზემოქმედება, რასაც ამჟამად განვიცდით.  სწორედ ამ მიზეზით არის აუცილებელი პროგრესი სულ მცირე სამ ფრონტზე:

გლობალური დათბობის 1.5° C-ზე ქვედა მაჩვენებელზე შენარჩუნება გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობასთან ერთად

ენერგიის წარმოების ისტორიულმა გზებმა სერიოზული გავლენა მოახდინა ამ ადგილებში მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებებზე. კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების არაეფექტურმა გზებმა, როგორიცაა დიდი ჰიდროენერგეტიკული კაშხლების მშენებლობა და გაზის, ქვანახშირისა და ნავთობის მოპოვება, სერიოზულად იმოქმედა გარემოსა და საზოგადოებაზე. სწორედ ამ  პროცესებმა გახადა ქალების საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო სახიფათო,  გაზარდა მათი აუნაზღაურებელი სამუშაოს მოცულობა და ხელი შეუწყო ძალადობის ახალი და კიდევ უფრო მძიმე ფორმების გაჩენას.

დაბალი ნახშირბადის შემცველი ენერგიის წყაროებზე გადასვლა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ნედლეულის ცვლილებაზე; აქცენტი უნდა გაკეთდეს ენერგიის წარმოების მეთოდების ცვლილებაზეც, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გენდერულ სამართლიანობას, ქალების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, კეთილდღეობის უზრუნველყოფას და იმ თემ(ებ)ის უფლებების დაცვას, რომელთა საცხოვრებელ ადგილასაც ენერგიის მოპოვების პროცესი მიმდინარეობს.

2015 წლის მონაცემებით, 145 ქვეყანას ჰქონდა ამოქმედებული პოლიტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო განახლებადი ენერგიის რეგულირებისა და ხელშეწყობის მიზნით, თუმცა მათმა დიდმა უმრავლესობამ ვერ შეძლო გენდერული პერსპექტივის ჩართვა.

იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეძლონ სამართლიანი ენერგეტიკული ტრანზიცია, მნიშვნელოვანია, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ენერგიის წარმოების, განაწილებისა და მოხმარების თემზე დაფუძნებულ მოდელებს, რომლებიც ორიენტირებულია ქალთა უფლებებსა და ხმებზე. ცენტრალურ ამერიკაში არის რამდენიმე მაგალითი, სადაც თემები ორგანიზებულნი არიან მცირე კაშხლების ან ტურბინების მშენებლობის გარშემო, რომელთა საშუალებითაც ხდება ადგილობრივი ენერგიის წარმოება იმ ეკოლოგიური და სოციალური ზემოქმედების გარეშე, რაც დიდ კაშხლებს მოაქვს.

კლიმატის დაფინანსების მობილიზება ქალთა უფლებების ხელშეწყობისთვის

თორმეტი წლის წინ კოპენჰაგენში COP15-ზე, მდიდარმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ 2020 წლისთვის წელიწადში 100 მილიარდ აშშ დოლარს გაუგზავნიდნენ ნაკლებად მდიდარ ქვეყნებს, იმისათვის რომ დახმარებოდნენ მათ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში და შეემსუბუქებინათ ტემპერატურის მატებისგან გამოწვეული შედეგები. ეს მიზანი მიუღწეველი დარჩა.

სამართლიანი მიტიგაციის/შერბილების და ადაპტაციის მცდელობების მხარდასაჭერად, მდიდარმა ქვეყნებმა არა მხოლოდ უნდა შეასრულონ ეს დაპირება, არამედ უნდა იზრუნონ კლიმატთან დაკავშირებული დაფინანსების იმ ქვეყნების, სექტორებისთვის [საზოგადოების] და ხალხისთვის მიწოდებაზე, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კლიმატის ცვლილებისგან. რესურსების მართვის გაიდლაინები უნდა იყოს ორიენტირებული ქალების ხმებზე, პერსპექტივებსა და ცოდნაზე. დაფინანსება პატივს უნდა სცემდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადგილობრივ თემებსა და ქალებს. უნდა არსებობდეს ეფექტური ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანხების პასუხისმგებლობით გამოყენებას იმგვარად, რომ პატივს სცემდეს ქალების, მკვიდრი მოსახლეობის, სოფლად მცხოვრები თემებისა და ზოგადად ადამიანების უფლებებს.

გაძლიერდეს ზომები გლობალურ სამხრეთში დანაკარგებისა და ზიანის საწინააღმდეგოდ

მიტიგაციასთან/შერბილებასთან და ადაპტაციასთან ერთად, პარიზის შეთანხმების მე-8 მუხლი ასახელებს დანაკარგს და ზიანს (როგორიცაა ზღვის დონის აწევა, ექსტრემალური ამინდი, საარსებო წყაროს ეკონომიკური ზიანი და იძულებითი გადაადგილება ადამიანების მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო) კლიმატის მოქმედების მესამე საყრდენად. ამ საყრდენს ქმნიან დაუცველი ქვეყნები და სოციალური მოძრაობები მთელს მსოფლიოში, რომლებიც ითხოვენ დანაკარგების და ზიანის, როგორც კლიმატის ცვლილებაზე სამართლიანი და სისტემატური რეაგირების ნაწილის ეფექტურად ინტეგრირებას კლიმატის საერთაშორისო დღის წესრიგში,

დაუცველ სიტუაციებში მყოფი ერები, თემები და ჯგუფები (განსაკუთრებით ქალები) უკვე განიცდიან კლიმატის ცვლილების ყველაზე ნეგატიურ შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაზე ნაკლებად არიან პასუხისმგებელი კლიმატის კრიზისზე. მაგალითად, მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულზე მცხოვრებმა მაიას ქალებმა დაინახეს, რომ მათი მოსავალი განადგურდა და საარსებო წყაროზე უარყოფითი გავლენა იქონია მზარდი ქარიშხლების სეზონმა. მიტიგაციის/შემარბილებელი და ადაპტაციის ქმედებები ამ შემთხვევებში აზრს მოკლებულია, რადგან დანაკარგი და დაზიანება უკვე მომხდარია. ეს სცენარები ითხოვს ეფექტურ რეაგირებას მსოფლიოს ყველაზე დიდი დამაბინძურებლებისგან, რაც გამომდინარეობს მათი ისტორიული პასუხისმგებლობისა და სამართლიანობიდან.

ზიანის მტკიცებულებებისა და უსამართლო კონტექსტების მიუხედავად, წინა კლიმატის მოლაპარაკებები საყრდენის გაძლიერებისა და ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ჩარჩოს შექმნის საკითხში დიდი პროგრესის საფუძველი არ გამხდარა. მე-8 მუხლში ნათლად წერია, რომ ის „არ გულისხმობს ან არ ქმნის რაიმე პასუხისმგებლობის ან კომპენსაციის საფუძველს“. გადაუდებელია, რომ COP26-ზე გადაწყვეტილების მიმღები პირები შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რათა ფინანსები მიმართონ იმ ზარალისა და ზიანისკენ, რომელიც უკვე განიცადეს ქალებმა და მათმა თემებმა.

არსებობს გზა კლიმატის კრიზისის ყველაზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ლიდერები სასწრაფოდ მიანიჭებენ პრიორიტეტს ქალთა უფლებებსა და ხმას ენერგეტიკულ გარდამავალ პროცესში; დაფინანსების მობილიზება ადგილობრივ ქალთა კლიმატის ინიციატივებსა და გადაწყვეტილებებისთვის; კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული იმ ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია ადამიანების ქმედებებისგან. გადაწყვეტილებები უკვე არსებობს; ჩვენგან საჭიროა მხოლოდ დაუყოვნებლივი ქმედება.

 

ლილიანა ავილა არის ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის პროგრამის უფროსი იურისტი ინტერამერიკული გარემოს დაცვის ასოციაციაში (AIDA). AIDA იყენებს კანონებს, რათა დაიცვას გარემო და სხვადასხვა თემები, რომლებიც განიცდიან ზიანს მთელს ლათინურ ამერიკაში. მისი მეთოდებია ცოდნის გავრცელება, მომგებიანი სამართლებრივი არგუმენტების შემუშავება, პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაძლიერება და თემებისთვის კანონის აღსრულების სამაგალითო სტრატეგიების შექმნა.


Related Post

Job vacancy: Advocacy & Collaborations Coordinator

The Global Alliance for Green and Gender Action (GAGGA) is currently looking to recruit a full-time coordinator to support the…

See more

Job vacancy: Linking & Learning Coordinator

The Global Alliance for Green and Gender Action (GAGGA) is currently looking to recruit a full-time Linking & Learning Coordinator.…

See more

Report | Critical approaches to gender in mountain ecosystems

Women play a key role in nature conservation, yet they often lack the inputs, technologies, training and extension services, and…

See more

Subscribe to our newsletter

Sign up and keep up to date with our network's collective fight for a gender and environmentally just world.